|
2021-06-30 19:27:25, 824 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად
„ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტის გაღუნვას ცდილობს, რომ მან აზრი დაკარგოს. „ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ოცნება მუდმივ რეჟიმში ცდილობს, ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს. ამის ნაწილია ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, თითქოს ეს პუნქტი იქ იმისთვის ჩაიდო, რომ 20 ივნისის მოძალადეები არ დასჯილიყვნენ. ამის ნაწილია ის, რომ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის დაკავშირებული საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან, ჯერ დაძრულიც არ არის და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქ რა სახის ინტერპრეტაციებს ვნახავთ, დოკუმენტით გაწერილი ტექსტის. ამის ნაწილია ის, რაც ხდება სასამართლო სისტემაში, სადაც ოცნებამ სრულად ფეხებზე დაიკიდა, როგორც მიშელის ტექსტი, ისე აშშ-ს საელჩოს მიერ ამ ტექსტის მარკერით გაყვითლება და ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს სისტემაში კლანის ფესვების გრძელვადიან ჩაბეტონებას. საბოლოო ჯამში, ოცნება ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე რომ ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან - მიშელის შეთანხმება ჩაიშალა. ეს მისცემს ოცნებას შესაძლებლობას, უარი თქვას 43%-იან დათქმაზე, თავიდან აიცილოს შესაძლო, ხელახალი არჩევნები და ხელი "შეთანხმებიდან გასულ" ოპოზიციას შეაწმინდოს. ერთი შეხედვით სწორედ ეს არის მათი მიზანი. ამ კონტექსტში ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად - ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)