|
2021-06-30 12:29:25, 946 ნახვა
რეგიონი
ქედის ღვინის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“ პრეზენტაცია გაიმართა
ქედის ღვინის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ყველაზე უხუცესი, ყველაზე პატარა და კრეატიული იდეის წარმდგენი ავტორები ,, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის შემუშავებისთვის ქედის მერიამ ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები დანერგა: კერძოდ, ეს გახლავთ მონაწილეობითი ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს სატესტოდ განხორციელდა, ხოლო 2021 წელს ქედის მუნიციპალიტეტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს. პროეგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და მის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნლისტთა სახლი“. პროგრამაში მაღალია მოქალაქეთა დაინტერესება და ჩართულობა! წელს 232 იდეა შემოვიდა და პროგრამის ბიუჯეტი თითქმის მილიონი ლარია. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა და თავისუფლება თვითონ განსაზღვროს საჭიროებები. შემოვიდა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე შემეცნებითი, ფესტივალების გამართვის, სორტული ღონისძიებების მოწყობის იდეები. პროგრამაში ჩართულიები არიან აქტიურად 14 წლიდან ახალგაზრდები, ხანდაზმულები, მაგალითად ქალების ჩართულობა 50 პროცენტია რაც ძალიან სასიხარულოა. მადლობა GIZ-ის პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - დირექტორს კრისტოფ ბაიერს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტს, აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს, ადგილობრივ თვიმმართველობას, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“, მობილიზატორებს და პროგრამაში ჩართულ ყველა ადამიანს! ამ კონკრეტული წარმატებული მაგალითის შესაქმნელად, ჩვენმა მოტივირებულმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს შეუწყოს ხელი" - ქედის მერი, ლევან გორგილაძე. ქედის ღვინის სახლში, მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის ,,მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2021“ პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელსაც GIZ-ის პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - დირექტორი კრისტოფ ბაიერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი ანზორ ბოლქვაძე, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ყველაზე უხუცესი, ყველაზე პატარა და კრეატიული იდეის წარმდგენი ავტორები და ასევე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემის მობილიზატორებთან, რომლებმაც საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროები, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში დააცალკევეს კვლავ გაერთიანდნენ
მარია ზახაროვამ ახალგაზრდა ქართველებს რუსეთში ჩამოსვლისკენ მოუწოდა
ლაიენის ინიციატივაა, შეიქმნას ევროპული უსაფრთხოების საბჭო, გაერთიანდებიან პარტნიორები
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)