|
2021-06-26 11:02:06, 868 ნახვა
კომენტარი
რატი ბრეგაძე: ნიშანდობლივია, რომ პრემიერმა პარლამენტს ათწლიანი გეგმის შემუშავების პროცესში ჩართვა შესთავაზა
„დღეს პრემიერ- მინისტრმა პარლამენტს ათწლიანი განვითარების გეგმის პირვანდელი ვერსია გააცნო და ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მან პარლამენტს შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული გეგმის შემუშავებაში. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს ქვეყნის განვითარების ირგვლივ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციაა. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი მომენტი რა თქმა უნდა სამართლებრივი ხაზია და შესაბამისად, მზადყოფნაც. იუსტიციის სამინისტროს ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს." - განაცხადა რატი ბრეგაძემ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი პრიორიტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც იუსტიციის სამინისტრო მომდევნო წლებში აქტიურ მუშაობას გეგმავს. „ ევროკავშირის სამართალთან მაქსიმალური ჰარმონიზაცია, ევროპული სტანდარტის მცირე ზომის ციხეების შექმნა, მოქმედი და ყოფილი პატიმრების დასაქმება, არასრულწლოვანი პატიმრების განთავსება საოჯახო ტიპის დაწესებულებებში, მიწის ფონდის რეგისტრაციის დასრულება დამისამართების დაზუსტება ყველა დასახლებულ პუნქტში- ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რაზეც იუსტიციის სამინისტრო მომდევნო წლებში მნიშვნელოვან სამუშაოს გასწევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)