|
2021-06-24 22:33:20, 910 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი: ჩემზე ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია - ეს არის ისტორიული დღე
„ჩემზე ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია - ეს არის ისტორიული დღე“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონსესუსით მეორე მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებ დამტკიცდა. „ამ დღეების განმავლობაში ჩემზე უფრო ამაყი და ბედნიერი კაცი იშვიათია. მე და ლევან იოსელიანმა რომ გავაფორმეთ მემორანდუმი „ქართულ ოცნებასთან“ და ვთქვით, რომ ჩაწიკწიკებული კანონი უნდა მივიღოთ, რომლითაც ნორმალური არჩევნები უნდა ჩავატაროთქო, ყველა დაგვცინოდა და გვეუბნეოდა ჩააგდებენ, გადაგაგდებენო და დღეს მთელი დღეა, ყველაზე მეტს ვინც დაგვცინოდა, ჩართულია განხილვაში. ეს არის ისტორიული დღე, როცა კონსენსუსით მივიღებთ მეორე მოსმენით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის განმსაზღვრელ ცვლილებებს, ეს რა თქმა უნდა ძალიან საამაყო და სატრაბახოა ჩემთვის, ლევან იოსელიანისთვის და ჩვენი პარტიისთვის“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)