|
2021-06-23 12:55:02, 1251 ნახვა
რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს მაწყვალთაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში სოფელ მაწყვალთაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, ფანჩატურს. შეიღებება ცენტრში არსებული შენობების ფასადი, მოეწყობა სკვერი, დამონტაჟდება დეკორატიული განათება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება წაბლანის, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, წყაროთის, ბუთურაულის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)