19:11 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 11:34:38, 1044 ნახვა

რეგიონი
სოფელ ქვეშის საჯარო სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და საკანალიზაციო ქსელის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა დამონტაჟდა.

შენობაში ასევე გათბობის სისტემა, სკოლის ეზოში კი  სპორტული მოედანიც მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს.

სოფელი ქვეშის საჯარო სკოლის შენობას რეაბილიტაცია პირველად უტარდება. სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ქვეშის გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით,  რეაბილიტაცია ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს. აღსანიშნავია,  რომ 2020 წელს ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეთში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა.

”დღეს სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვინახულეთ. სკოლას კაპიტალური რეაბილიტაცია პირველად უტარდება, ეს ისტორიული პროექტი ოქტომბერში დასრულდება და მისი სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში შენობაში ასევე გათბობის სიტემა დამონტაჟდება და ეზოში სპორტული მოედანიც მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქვეშის გარდა წელს რეაბილიტაცია ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები ევროპული სტანდარტების მქონე, თანამედროვე სკოლებში გააგრძელებენ სწავლას“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: საქართველო რუსეთთან არა მხოლოდ ტურიზმით, არამედ მთელი ეკონომიკით არის დაკავშირებული
ბოჭორიშვილი: საქართველოს შესახებ არსებული ნარატივები რეალობას არ ასახავს; შეხედეთ ციფრებს
გრიგოლ ლილუაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტისთვის ENKA-სთვის 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics