|
2021-06-21 15:05:00, 1276 ნახვა
რეგიონი
აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესიები გრძელდება
გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით აჭარაში გრძელდება საინფორმაციო სესიები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. დღეს მორიგი შეხვედრა მუსლიმანური რელიგიის ლიდერებთან, სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი. საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. სესიების გამართვის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თემის ლიდერებისათვის და საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება; Covid-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-ის გართულებები ბავშვებში; გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია. გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას Covid-19-ის პანდემიის უშუალო და გრძელვადიანი შედეგებისგან ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვაში ეხმარება. მის მიერ გაწეული სამუშაო მოიცავს მყისიერ რეაგირებას პანდემიაზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული პრევენციული ზომებისა და სერვისების დასაცავად მიმართული გრძელვადიანი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა ბავშვი განვითარდეს ისე, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)