09:07 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-21 11:57:11, 740 ნახვა

ეკონომიკა
2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 26.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6 პროცენტით გაიზარდა და 1 123.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 250.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 185.8 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 125.9 მლნ. აშშ დოლარით.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics