|
2021-06-15 19:57:32, 806 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელიას ადვოკატი - პოლიციელმა, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა ჰქონდა და ნიკა მელია 5 მეტრზე ახლოს არ უნახავს, გაიგო მისი სიტყვები
„პოლიციელმა, რომელსაც სპეციალური აღჭურვილობა ჰქონდა და ნიკა მელია 5 მეტრზე ახლოს არ უნახავს, გაიგო მისი სიტყვები“, - ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელმა, რომელმაც ნიკა მელიას სიტყვები გაიგონა, არ ესმოდა მაჩალიკაშვილის სიტყვები, რომელიც მის წინ იდგა. „საინტერესოა, რომ პოლიციელს, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობაში იყო, ჰქონდა სპეციალური „კასკა“, რომელიც ყურებს ფარავს - ასე აგვიხსნა მოწმემ, მას მელია არ უნახავს 5 მეტრზე ახლო დისტანციაზე, აქციაზე იყო უამრავი ადამიანი, ხმაური და თურმე, ამ პოლიციელმა, იმ პირობებში, როცა მინიმუმ, ადამიანების 5 ზოლი იყო მასსა და მელიას შორის, გაიგო მელიას სიტყვები, მაგრამ სხვა არავის სიტყვები არ გაუგია ამ აქციაზე, დემონსტრანტებს ვგულისხმობ. არც მაჩალიკაშვილის სიტყვები გაუგია, რომელიც არათუ დაინახა, არამედ მის წინ იდგა და თქვა, საერთოდ, თავზე გადამახტაო, იმის ხმაც ვერ გაიგო, რაც ცხადია, ლოგიკურია, რადგან ვერ გაიგებდა. ტყუილია, მელიას ნაწილში, რომ მან მელიას მიერ ნათქვამი რამე სიტყვა გაიგო“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)