|
2021-06-15 16:42:17, 776 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო, რაც გვიქადის მსოფლიო რუკიდან გაქრობას
„საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო, რაც გვიქადის მსოფლიო რუკიდან გაქრობას“, -ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ის იყო ხელისუფლებაში კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს. „ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს. ის, რაც ხდება, არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა. საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საქართველო და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში - ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გ ა ქ რ ო ბ ა ს ! საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა როგორც არასდროს! მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება! კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში. მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას! ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა! ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)