|
2021-06-15 15:42:57, 1049 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი ნინოწმინდაზე - მივმართავ საპატრიარქოს, მოგვცენ საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საპატრიარქოს, რომ მისცენ ომბუდსმენს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს ნინოწმინდის პანსიონში საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს ექნებათ სახალხო დამცველთან შეხვედრის სურვილი, ის მზად არის მათთან სასაუბროდ. „როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, პირველი რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების დირექტორს, შესაბამისად, როცა ჩვენ განვახორციელებთ, დავგეგმავთ ამ მონიტორინს და იმედი მაქვს, ამას სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, გავისაუბრებთ მათთან. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ. მე ყველა კონფესიის წარმომომადგენელს ვხვდებით და მითუმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება. მე კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიქროს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, ამაზე მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება პოზიტიური, პირველ რიგში ბავშვებისთვის, ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ვარ მზად ამის შემდეგ ვისაუბრო მათთან“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)