03:58 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 23:40:29, 915 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუმინეთის ახალ ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას 2021 წლის აპრილიდან ასრულებს.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ რუმინეთის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველო - რუმინეთის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ სექტორებში ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაწევრიანების პროცესში, ამასთან, რუმინეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 2021 წლის პირველ სამ თვეში რუმინეთთან ექსპორტის ზრდის საკითხი - ეს მაჩვენებელი 19 პროცენტით არის გაზრდილი. ამავე დროს აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რომელსაც განვითარება ესაჭიროება, მათ შორის, სატრანსპორტო - ლოგისტიკის კუთხით. ითქვა, რომ საქართველოსა და რუმინეთის საზღვაო პორტებს შორის არსებული საბორნე მიმოსვლა უნდა გაიზარდოს. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე საქართველოს რკინიგზასთან საკონტეინერო  გადაზიდვებთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ, „საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას  შავი ზღვის გავლით წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. აღინიშნა, რომ პროექტის  განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპის კავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას,  განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ევროპის კავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics