|
2021-06-14 22:58:24, 1007 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე 20 ივნისზე - გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა რბილი საშუალებები
„გაუგებარია, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი ან სხვა რბილი საშუალებები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაშლის ოპერაციას გიორგი გახარია თავად ხელმძღვანელობდა. „რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას - ვინც ერკვევა, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი გიორგი გახარია. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. ეს იყო პირველი ნიშანი. მეორე - რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)