|
2021-06-14 17:50:40, 980 ნახვა
რეგიონი
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ, ბენეფიციარებს ტკბილეული მიართვეს და ბავშვების მიერ გამართულ სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. უწყებამ წელს პირველად აამოქმედა მოვლის საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის პირებისთვის ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სარგებლობენ აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსზე მგზავრობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამით. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტების ვაუჩერით. მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები სარგებლობენ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურებით. მოქმედებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენისთვის ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)