18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 14:01:42, 1326 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ექსპორტი 44.9%-ით გაიზარდა და მაისში თითქმის 350 მლნ დოლარს მიაღწია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ექსპორტი 44.9%-ით გაიზარდა და მაისში თითქმის 350 მლნ დოლარს მიაღწია.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 24,4%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, მკვეთრად გაუმჯობესდა, კერძოდ, ექსპორტში გვაქვს 44.9%-იანი ზრდა, ექსპორტმა მიაღწია მაისში თითქმის 340 მილიონ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ პირველ ხუთ თვეში, ექსპორტი გაიზარდა 24,4%-ით, ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი და ამიტომ, ჩვენი პროგრესი ეკონომიკაში ბოლო დროინდელი რომ შევაჯამოთ და შევაფასოთ, 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე, 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი 2019 მაისის დონეზე გვაქვს, ხოლო წინა წელთან შედარებით ძალიან მნიშვნელოვანი 45%-იანი ზრდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics