|
2021-06-12 20:32:22, 1033 ნახვა
კომენტარი
დირკ ბუშლე „ნამახვანჰესზე“- შეთანხმებას რამდენიმე საკითზე მივაღწიეთ, ერთ-ერთია რკინის ბარიერების მოხსნა და საპოლიციო ძალების გაყვანა
„შეთანხმებას რამდენიმე საკითზე მივაღწიეთ, ერთ-ერთია რკინის ბარიერების მოხსნა და საპოლიციო ძალების გაყვანა“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა დირკ ბუშლემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებთი დაიწყება ყველა შესაძლო რისკის შესწავლა და ამ რისკების აღმოფხვრაზე მუშაობა. „საბოლოოდ მოვახერხეთ შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე. პირველი - ეს არის „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ. მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს მისი დეესკალაცია. შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი არის რკინის ბარიერების მოხსნა, საპოლიციო ძალების გაყვანა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან ერთად“, - განაცხადა დირკ ბუშლემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)