|
2021-06-11 20:18:03, 695 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრი: ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება
"ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. „ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც არის უპირველესი ამოცანა. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ დაჩქარებული, დაახლოებით, 6000 დღიურ აცრაზე ვართ ასული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი სწორად ამისთვის იქნება გამოყენებული. როგორც აღვნიშნე, თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად ჩვენ შევძლებთ რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)