|
2021-06-11 13:16:12, 898 ნახვა
კომენტარი
რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სიმართლე საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება
სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ - ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. რატი ბრეგაძის შეფასებით, აღნიშნული საქმე ეხება იმ მრავალი ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზეც, ისევე როგორც წინა საქმეებში, გამარჯვებას მოვიპოვებთ. სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, მათ შორისა: წამების აკრძალვა, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა დაგანათლების უფლებები. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)