|
2021-06-10 19:14:47, 1277 ნახვა
კომენტარი
ლიეტუვას პრეზიდენტი - თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია
„თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერაც გადაუჭრელია“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყანაში რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. „თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თქვენ ჯერ კიდევ გსურთ და ეძებთ გზებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ლიეტუვა, ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც დიდი ალბათობით, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამასთანავე გადადგა ძალიან კარგი და ამბიციური ნაბიჯები წინ, ევროკავშირის წევრი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 14 წელში გახდა. ჩვენ დაგვჭირდა 14 წელი, რომ ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით და ჩვენი გამოცდილება შესაძლოა იყოს ძალიან სასარგებლო თქვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამოცანა არის, რომ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ, რათა განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი. მაგალითად, ჩვენ აქ, ხურვალეთში, განვახორციელეთ პროექტი, რომლის შედეგადაც მოეწყო მზის ელექტროსადგური, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ჰქონდეს ცხელი წყალი და განავითარონ მცირე ბიზნესი. მისწრაფებების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული პროექტები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)