|
2021-06-10 19:14:31, 1417 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დღეს ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა. ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა 50-მა კომპანიამ 300-მდე ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმში ჩაერთო 250-მდე სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით. ახალციხის დასაქმების ფორუმის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კვლავაც აგრძელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმების ფორუმებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)