|
2021-06-08 17:34:07, 1399 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება
10 ივნისს, ქალაქ ახალციხეში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმი ჩატარდება 10 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და მისი ხანგრძლივობა - 11.00-დან 16.00 საათამდეა. ახალგაზრდების ფორუმზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული 49 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 260 ვაკანსია და 50 სტაჟირების შესაძლებლობა. ფორუმში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ გამოცხადდებიან ფორუმზე, შეეძლებათ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, შეხვდნენ მათი ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს. ფორუმში ონლაინ 3 კომპანია ჩაერთვება. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს წინასწარი კონსულტაციისთვის, ფორუმამდე სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობა მიეცათ, CENN-ისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, გადამზადდა 100-ზე მეტი ახალგაზრდა. ფორუმის ფარგლებში, დასაქმების მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გადაიღონ პროფესიონალური ფოტოსურათი და გამოიყენონ შემდგომი დასაქმების მიზნით. ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და შვედეთის გაეროს ასოციაციის თანამშრომლობით, ფორუმ სივ/სიდას (Civ/Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)