18:42 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-05 21:20:11, 1377 ნახვა

ეკონომიკა
ვალერი ჩეხერია - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობით შევძლებთ მსოფლიოს კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ბევრ ქვეყანას გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და გაგვიჩნდეს კიდევ უფრო ბევრი ახალი მიმართულება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა და განიხილავს იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო ტურიზმს ახლავს და ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს.

„ის, რომ საქართველო იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრი,  ყველაზე დიდი პრესტიჟი და წარმატებაა ჩვენთვის. გაგვიჩნდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას საქართველო და ვუთხრათ, რომ საქართველო მზად არის ახალი ტურისტების მისაღებად. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთვება იმ დღის წესრიგის განსაზღვრაში, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აწესებს და მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთ-ერთმა პირველებმა ვიცოდეთ ის გეგმები, ის სტანდარტები, ის ახალი გამოწვევები, რომელზეც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყოველდღიურად მუშაობს. ამასთან კიდევ უფრო მეტი ქვეყანა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს საქართველოს შესახებ", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქალაქ ათენში ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 35 სახელმწიფოდან საქართველოს 23-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics