18:43 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 16:37:45, 944 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად  განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლადგახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო.  

ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც  140 ადამიანს ასაქმებს. ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება.

„ბანკის მხარდაჭერით „იფქლმა“ ქუთაისში ახალი საწარმო გახსნა და ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი პარტნიორი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.  უკვე მრავალი წელია კომპანია „იფქლი“ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც კომპანიამ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით  კიდევ უფრო გაფართოვდა წარმოება. ჩვენი მიზანი სწორედ  ბიზნესის მეტი ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ მათ და ერთად შევქმნათ  კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ,  სანდრო ძაგნიძემ.

ინფორმაციისთვის,  კომპანია „იფქლის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics