|
2021-06-04 12:00:00, 1617 ნახვა
სამხედრო
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ბრიგადას სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ
თავდაცვის სფეროსა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესების გაცნობის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში პირველ ქვეით ბრიგადას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები ეწვივნენ. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაზა შალამბერიძემ სტუდენტებს ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, დისლოკაციის ადგილები, ამოცანები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ. მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის ინფრასტრუქტურა, კლასები, სპორტული დარბაზები, ყაზარმები დაათვალიერეს და ქვედანაყოფის ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. სტუდენტებმა ჯარისკაცის ულუფაც დააგემოვნეს. ვიზიტის დასარულს, პირველი ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობამ მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. პროექტის „ერთი დღე ჯარში“ მიზანი საზოგადოებისთვის სამხედრო თემებზე ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის უსაფრთხოების, ნატო-საქართველოს ურთერთობებისა და თავდაცვის ძალების ამოცანების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. მსგავსი ტიპის ვიზიტები და საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით სამხედრო ბაზებზე რეგულარულად იმართება. ქვედანაყოფებს სტუდენტები, მოსწავლეები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას ეცნობიან.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)