|
2021-06-01 17:05:05, 1721 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს - REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება, ასევე სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, REGI Base Foundation-ის ხელმძღვანელმა - ჰინეკ ჩეხმა და REGI Base Georgia-ს ხელმძღვანელმა - მიხეილ ტარახჩევმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში მოაწერეს. დღესვე, თანამშრომლობის დოკუმენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორისაც გაფორმდა, რომელსაც ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერა. პირველ ეტაპზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ასევე ჩეხეთში რეაბილიტაციის გასავლელად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარი გაემგზავრებიან. REGI Base Foundation სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს ომის ვეტერანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. ჩეხური დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოში უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე კლინიკის აშენება იგეგმება.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)