|
2021-06-01 14:48:11, 800 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი თამაზი ნინოწმინდის პანსიონზე - ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას, უშველეთ ბავშვებს
„ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას, უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ“, - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ პანსიონში საგანგაშო მდგომარეობა და ბავშვებს სჭრდებათ დახმარება. „გონივრული ეჭვი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო ვითარებაში იმყოფებიან ბავშვები და სასწრაფოდ ჭირდებათ შველა. რატომ ვარ დარწმუნებული? იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მითუმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე. ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორეს მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა. რადგან ამ ყველაფერს კატეგორიულად და პანიკურად ეწინააღმდეგება მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და სასწრაფოდ შესამოწმებელია. 1 ივნისს ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, უშველეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში. ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები!“, - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)