|
2021-06-01 12:18:18, 572 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე - რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა-მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დასრულებულია და უახლოეს მომავალში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე ისაუბრა. ირაკლი ხმალაძის თქმით, სამშენებლო სამუშაოები 22 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბაგირო დერეფნები, რომელიც გენერალური გეგმით დადგინდა. ეს არის სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო დერეფანი 2,5 კმ სიგრძით და ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნის საბაგირო დერეფანი 3 კმ სიგრძით. ორივე დერეფნის მეშვეობით დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება 48 000 მგზავრობა. პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერია საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანია მთაწმინდის და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს აღდგენა. ამ პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, დასრულებულია სატენდერო პროცედურები. ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უშლიდა ამის გადაწყვეტას, უკვე დახურულია. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 22 თვის განმავლობაში დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)