|
2021-05-31 21:33:20, 848 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიაზე - დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არწმუნებდა მელიას იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში
„დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არწმუნებდა მელიას იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ. „კარგია, რომ გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თავად არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ნიკა მელიას დაკავების მიზნით იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში. მაგრამ, მართლაც ერთუცნობიანი განტოლებაა, რომ როცა სხვას „ა“-ს თქმაში არწმუნებ, თავად „ბ“-ს თქმის არ უნდა შეგეშინდეს. არ მგონია, ეს ან გუნდურად ან ადამიანურად სწორი საქციელი იყოს. რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზს. ის სინამდვილეში მარტივია და მან შემოვლით ეს დაადასტურა კიდეც. სინამდვილეში, იმ დღეს, ის უბრალოდ არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას. სულ ესაა. შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავისი გამოსვლა პოლიციის დღის მილოცვით დაიწყო, უბრალოდ არ ენდო პოლიციას, არ ენდო სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც, სიტყვით, ასე ხშირად ახსენებს. მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ და შედეგიც ვნახეთ. ყველა პოლიციელს ვულოცავ პოლიციის დღეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)