|
2021-05-31 13:28:12, 519 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი: პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა
„ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია. ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს, ვზრუნავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, ვმუშაობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების, ასევე, სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)