18:42 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 10:25:24, 653 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის, საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა.

„2016 წლიდან, სახელმწიფომ მეჩაიეობის დარგის მნიშვნელოვანი განახლება დაიწყო. ხორციელდება საგრანტო დახმარებები და 90 პროცენტიანი თანადაფინანსება მიტოვებული და განადგურებული პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციისათვის. შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანია“ არის ამის თვალსაჩინო მაგალითი, ერთ-ერთი წარმატებული მეურნეობა, სადაც უკვე პროდუქციას იღებენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ქართული ჩაის აგროტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ჩაის აწარმოებენ და, შესაბამისად, აქცენტის გაკეთება აგროტურიზმის მიმართულებით შესაძლებელი და საინტერესოა; გურიის რეგიონში უკვე დაიწყო პროექტი „ჩაის გზა”, რომელიც ტურისტული ნაკადების ორგანიზებულად მართვას გულისხმობს.

შპს „ლაითური - ჩაის საექსპორტო კომპანიამ“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“  ფარგლებში, 25 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის  რეაბილიტაცია მოახდინა. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ  61,950 ლარი შეადგინა, საიდანაც 43,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების  სააგენტოს თანადაფინანსებაა.

გურიის რეგიონში, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“  ფარგლებში, 203  ჰა-ზე  ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორცილდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 494,000 ლარს აჭარბებს, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 358,000 ლარზე მეტია.

რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის დასათვალიერებლად, მინისტრთან და გურიის გუბერნატორთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics