|
2021-05-29 17:17:58, 537 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმოს საქმიანობას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი კომპანიის „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდა, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნო. „როიალ - ჯორჯიას" საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პირობებით 5,363 კვ.მ. ფართობის მიწა გადასცა, ხოლო 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საწარმოს ტექნოლოგიური განახლება განხორციელდა. „როიალ ჯორჯია" სხვადასხვა სახეობის ორთოპედიულ მატრასებსა და ბალიშებს აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნათია თურნავა გაეცნო ახალ საწარმოო ხაზებს, რომლებიც საწარმოში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დამონტაჟდა. ამან საშუალება მისცა კომპანიას, უარი ეთქვა ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანაზე და მთლიანი საწარმოო ციკლი ადგილობრივი პროდუქციით შეევსო. საწარმოში განხორციელდა 3,7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია, საქართველოს გარდა, იყიდება აშშ - ში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და გერმანიაში. მინისტრთან ერთად, კომპანია „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)