|
2021-05-28 19:40:03, 818 ნახვა
რეგიონი
გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით აჭარაში მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის პერსონალისთვის საინფორმაციო სესიები ჩატარდა
აჭარის სკოლების მასწავლებლები, ადგილობრივი ექიმები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ იუნისეფის მიერ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებთან პარტნიორობით ორგანიზებულ საინფორმაციო სესიებს, რათა მიეღოთ ინფორმაცია Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თემის ლიდერებისთვის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება. სესიებს ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები გაუძღვნენ. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულრურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ. მასწავლებელთა ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი ვირუსის საზოგადოებრივი გავრცელებისგან დავიცვათ და ხელი შევუწყოთ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რათა წარმატებით შეეძლოთ იმ სამუშაოს გაგრძელება, რომელსაც საკლასო ოთახებში ატარებენ. საინფორმაციო სესიებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი. შეხვედრაზე გახსნითი სიტყვით გამოვიდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის განათლებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი. შეხვედრებზე ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა საქართველოში იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და ვაქცინების მეშვეობით პრევენცირებად დაავადებებთან დაკავშირებული ვითარება; Covid-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-ის გართულებები ბავშვებში; გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მთავრობას Covid-19-ის პანდემიის უშუალო და გრძელვადიანი შედეგებისგან ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვაში. მის მიერ გაწეული სამუშაო მოიცავს მყისიერ რეაგირებას პანდემიაზე მისი გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული პრევენციული ზომებისა და სერვისების დასაცავად მიმართული გრძელვადიანი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა ბავშვი განვითარდეს ისე, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. საქართველოს მთავრობის თხოვნით, იუნისეფმა ხელი შეუწყო კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმში (COVAX) ჩართვის პროცესს. იუნისეფი ასევე მხარს უჭერს ვაქცინებისადმი ნდობის ამაღლებას საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან დიალოგის წარმართვისა და დეზინფორმაციასა და სხვა დაბრკოლებებზე რეაგირების მეშვეობით.
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის რუსი ოლიგარქ უმარ კრემლევის მიერ დაფინანსების გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)