|
2021-05-28 19:11:19, 939 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე გიორგი გახარიაზე - პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე
„პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ოპოზიციური პარტიების დეფიციტს არ განიცდის. „რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, რომელიც ჯერ არ არის შექმნილი და ექნება პრეზენტაცია, ამაზე თავად უნდა ისაუბროს, წინასწარ მის პერპექტივებზე რაიმე შეფასებები გავაკეთოთ, მგონი არ იქნება სწორი. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხარით მკაფიოდ, რომ „ქართული ოცნება“ არის კონსოლიდირებული გუნდი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე ან რაიმე პროექტის ნაწილი როგორც ამაზე ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები ინსინუაციების შექმნას ცდილობენ. მგონია, ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის დეფიციტს არ განვიცდით. მთავარი ინტერესი დღეს ის კი არ უნდა იყოს, კიდევ რამდენი ოპოზიციური პარტია იქნება შექმნილი, უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რაც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)