|
2021-05-28 12:49:22, 421 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრებმა ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. საბაჟო გამშვები პუნქტების - „სადახლო“-ს და „ნინოწმინდა“-ს გავლით სხვადასხვა ქვეყნის (უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, აშშ-ის) მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ავტორიზებული რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, შემოწმებას დაექვემდებარა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლების ეტიკეტებზე დატანილი იყო შემდეგი წარწერები - „КАХЕТ“ და „ARAZANI“ (43 632 ბოთლი), ასევე „Чача“ - „CHACHA“ (18 000 ერთეული), ხოლო 200 კილოგრამი ნუგბარის ეტიკეტი შეიცავდა დასახელებას - ,,ЧУРЧХЕЛА“. გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის (,,კახეთი“, ,,ჭაჭა“, ,,ჩურჩხელა“ და ა.შ.) გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნული სახელის გამოყენების უფლების მქონე პირად. ამასთან, კანონით აკრძალულია საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართული წარმოების ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე ტრადიციული მეღვინეობის, როგორც კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის პოპულარიზაციისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების შესახებ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)