19:19 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 00:46:28, 770 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ პერუელ ინვესტორებთან ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის „Capital Tech" – ის გენერალური დირექტორი ჯიაკომო კანერას შეხვდა.

შეხვედრაზე გენადი არველაძემ საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობისა და სხვა პრეფერენციების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სხვა უპირატესობების შესახებ. გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ეგიდით მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერას და უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვას.

თავის მხრივ, პერუელმა სტუმრებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების დაინტერესება გამოთქვეს. კერძოდ, საუბარია ე.წ. „თერმული" ქაღალდის წარმოებით, რომელიც მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აღინიშნა, რომ დღეს საქართველო აღნიშნული პროდუქციით მოთხოვნას იმპორტის განხორციელებით იკმაყოფილებს. საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მისი განთავსება და ამით იმპორტის ნაწილობრივ ჩანაცვლება, არამედ ექსპორტზე მისი გატანაც.

„აღნიშნული წარმოების ამოქმედებით, საქართველოს ბაზარზე ახალი საექსპორტო პროდუქცია შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია," - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სსპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics