|
2021-05-25 12:28:25, 1007 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი - იმუქრებიან, 26 მაისს ქვეყანას არ ვაზეიმებთო, ვინ არიან? წავიდნენ, იშრომონ და საქმე გააკეთონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტის მონაწილეების უკან საღი აზრი არ დგას და შესაძლოა, ისინი მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდნენ. „მაქსიმალურად ხდება გამოგონილი, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. იმუქრებიან, რომ ქვეყანას გავაჩერებთ, კრიზისში ჩავაგდებთ, 26 მაისის დღესასწაულს ქვეყანას არ ვაზეიმებთ, ვინ არიან?! ეკოლოგიის მომხრეები არიან თუ ქვეყნის ოკუპაციის მომხრეები? რა გააკეთეს იმისთანა ამ ქვეყნისათვის, რომ დღეს ქვეყნის გაჩერების რესურსი გააჩნიათ? წავიდნენ, იშრომონ და საქმე გააკეთონ. ამ ადამიანების უკან საღი აზრი რომ არ დგას, ეს არის ფაქტი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და როცა ადამიანის უკან საღი აზრი არ დგას, ამ დროს ყველანაირი რესურსი არსებობს, რომ მანიპულაციის ქვეშ აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)