19:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 11:31:55, 563 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზა შენდება

საცხოვრებელი კომპლექსის - „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზა, „თიბისის“ მხარდაჭერით შენდება. 24 მაისს, მრავალფუნქციური უბნის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. დეველოპერული პროექტის პრეზენტაცია ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლების წინაშე შედგა.

თიბისის მხრიდან, „კრწანისი ვილა რეზიდენსის" ჯამური დაფინანსება 21,5 მილიონ დოლარს შეადგენს, უშუალოდ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის კი - 5 მილიონ დოლარს.

ინოვაციური პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი" საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. უბნის 70% რეკრეაციული ზონისგან შედგება.  საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ გოლფის მანქანებით, საფეხმავლო და ველობილიკებით იქნება შესაძლებელი. ტერიტორიაზე უკვე დასრულდა 1 ჰექტარი ფართობის სკვერის მოწყობა.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის" IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, კომპანია „დომუს ქონსთრაქშენი" ახორციელებს.

„კრიზისული პერიოდის მიუხედავად, დეველოპერულ სექტორში პროექტების განხორციელება მაქსიმალურად შენარჩუნდა. მოხარულები ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტების პარალელურად, არაერთი ახალი ინიციატივა დაიგეგმა. სწორედ ამის მაგალითია „კრწანისი რესორტ რეზიდენსის" მულტიფუნქციური უბანი, რომლის სახითაც, ქალაქში სრულიად განსხვავებული კონცეფციის სივრცე გაჩნდება. თიბისი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის #1 მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ჩვენი ჯამური ინვესტიცია 722 მილიონ ლარს შეადგენს. თიბისიში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა შევქმენით, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგიდან და კონსულტაციებიდან - გაყიდვებამდე, რაც იპოთეკურ ცენტრს, დაფინანსების ინსტურმენტებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics