|
2021-05-21 11:19:56, 1157 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ და „კინგსი“ გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ
„საქართველოს ბანკმა“ ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდერთან, „კინგსთან“, გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა. პარტნიორობის მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს და სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პლატფორმებზე - Kings.ge, Lupi.ge, Murtsku.com, Tvschool.ge, Hubu.ge და Unicatalog.ge შეღავათიან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. უფრო კონკრეტულად კი, sCool Card-ის მფლობელები შეძლებენ შეღავათით ისარგებლონ „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებზე, სასწავლო წიგნებსა და კრებულებზე. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელ 1-9 კლასის მოსწავლეებს „ლუპის“ 3 თვიანი სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფს. პროგრამა 3 საგანში, ქართულ და ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში იქნება ხელმისაწვდომი. მოსწავლეების ცოდნის დონეზე სპეციალურად მორგებული პროგრამა დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, ბანკი აბიტურიენტებს Murtsku.com-სა და Hubu.ge-ზე ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს. “განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარტნიორობის ფარგლებში, ახლა უკვე „კინგსთან“ ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. სტიპენდიები, პერსონიზებული სასწავლო პროგრამები, შეღავათები ოლიმპიადებზე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. გვჯერა, რომ პარტნიორობა არაერთ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცოდნის დონე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტად გამოავლინოს და აითვისოს საკუთარი პოტენციალი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის SCR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g ინფორმაციისთვის, „კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მის მთავარ მისიას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ზოგადი განათლების დონის გაზრდა წარმოადგენს. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართულ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში, ბუნებაში, ინტელექტსა და ინფორმატიკაში სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზება წარმოადგენს.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)