|
2021-05-21 10:34:25, 739 ნახვა
რეგიონი
უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ კახეთში აგრარული მიმართულებების საწარმოები დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, კახეთის რეგიონში, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი აგრარული მიმართულებების საწარმოები დაათვალიერეს. დელეგაციას უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკი ხელმძღვანელობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უნგრელი სტუმრების ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივების და კერძო სექტორის წარმომადგენლების სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, რომლებიც დელეგაციის წევრებთან ერთად განვიხილეთ”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. „ჩვენ ვართ საქართველოში იმისათვის, რომ ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ვიზიტის ფარგლებში, დავათვალიერეთ საწარმოები, რომელიც სახელმწიფო პროგრამებით არის დაფინანსებული. გავიზიარეთ ის გამოცდილება, რაც საქართველოს აქვს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით. ვეწვიეთ კომპანიას „Agri Management Group of Georgia“, რათა გვენახა, თუ როგორ ხდება თხილის წარმოება თქვენთან და როგორ შეიძლება ამ წარმოების ინტეგრირება ევროკავშირის მიერ თხილის წარმოების პროცესში. მე ვფიქრობ, ეს არის პირველი ნაბიჯები და კიდევ ბევრი წინ არის”, - განაცხადა უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, დავიდ ბენჩიკმა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ მესაქონლეობის ფერმაში „თეთრი ფერმა“ და კომპანიაში „შპს ბადაგი+“, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)