|
2021-05-19 18:27:08, 590 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რაც ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურიზმის აღდგენა
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობაა ვიყოთ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მადრიდის Fitur 2021 არა მარტო დამსწრე, არამედ პარტნიორი ქვეყანა. ამიტომაც ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილია ყველაზე მაღალ დონეზე - მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისთვის ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ეს არის აბსოლუტურად განხორციელებადი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მადრიდის ტურისტულ გამოფენას ესწრება. მინისტრის განცხადებით, მადრიდის მასშტაბურ გამოფენაში, კოვიდ-ის მიუხედავად, 100-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათგან 30 ქვეყნის დელეგაციას მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. „გამოფენაზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ უზრუნველვყოფთ ტურისტული ინდუსტრიის უსაფრთხო ფუნქციონირებას. კერძოდ, ტურისტული სექტორის ვაქცინაცია პრიორიტეტულია და დარგის აღდგენა სწრაფად ხორციელდება. დაგეგმილი მაქვს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებთან. ჩემს კოლეგებთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვუმკლავდებით კოვიდს და ვაჩქარებთ ჩვენს ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის პროცესს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)