18:35 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 16:24:35, 503 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ

თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მოქალაქეებს სხვა დამსაქმებლებთან გადავანაწილებთ, - ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს, სიცრუეა.

„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან.

ვერ დაგეთანხმებით, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები აეროპორტში გადასცეს იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ აპლიკანტებთან გამგზავრებამდე. ჩვენ ვაცნობთ იმ სამუშაო შეთავაზებას, რაც იგივე კონტრაქტშია. ვეუბნებით, რომ კონტრაქტში, რომელიც წასვლამდე გადაეცემათ მათ გაწერილია სამუშაო პირობები, ხარჯები, სამუშაო საათების ანაზღაურება. იგივე პირობები იწერება კონტრაქტებშიც. წასვლამდე მათ უტარდებათ წასვლის წინა საორიენტაციო ტრენინგი, სადაც მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics