|
2021-05-19 12:41:52, 797 ნახვა
სამხედრო
წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა
მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის - Silk Road Wines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აშშ-ის არმიის ვეტერანი იანიკ არაკელოვი ესტუმრა. ამერიკელმა ვეტერანმა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ იანიკ არაკელოვმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. აშშ-ის არმიის ვეტერანმა ქართველ სამხედროებს ამერიკული ფონდის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო სექტემბერში ფლორიდაში დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელსაც ფლორიდაში მოქმედი კომპანია Silk Road Wines 11 სექტემბერს გამართავს. ღონისძიებას „დაჭრილ მებრძოლთა თამაშებში“ მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი თანმხლები პირები დაესწრებიან. ღონისძიებაზე გაიმართება აუქციონი, შემოსული თანხა კი, „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდში" გადაირიცხება და ქართველი სამხედროების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)