10:46 - 31 Oct, 2026
|
2021-05-18 19:59:59, 734 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს
„ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შავლა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დემოკრატიულ პროცესებზე უარი განაცხადა. „მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იყვნენ დემოკრატიული პროცესების მონაწილე და გაემიჯნენ დემოკრატიას. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულებაც ამ პარტიის მიმართ. ვინც არ აღიარებს დემოკრატიას, მათთან ვერ გვექნება ისეთი ურთიერთობა, რომელიც არის დემოკრატიული პროცესის მონაწილე. „ევროპული საქართველო“ როგორც პარტია აღარ არსებობს, ეს არის ერთი ადამიანის პარტია და ეს არის ის გზა, რომელიც მათ გაიარეს 21-კაციანი ფრაქციიდან ერთი ადამიანის პარტიამდე. ეს არის მათი პოლიტიკური განაჩენი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)