|
2021-05-17 21:06:16, 750 ნახვა
კომენტარი
შალვა პაპუაშვილი - შევთანხმდით, იქნება ცესკო-ს ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული
„შევთანხმდით, იქნება ცესკო-ს ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შემუშავებული საარჩევნო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. „ძირითადი საკითხი, რაც იყო, იცით, რომ იყო მოადგილის საკითხი, ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი, ამაზე შევთანხმდით. იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)