|
2021-05-15 22:06:17, 986 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ხელახალი აარჩევნები საინტერესო აღარ იქნება
„ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ხელახალი აარჩევნები საინტერესო აღარ იქნება“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიის გარკვეულ რაოდენობას პარლამენტში ადგილის დაკარგვის ეშინია. „ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ახლა ხელახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარ იყოს, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ მათი მოტივაცია შეიცვალა. მე არავის დასახელებას არ ვაპირებ, ცხადია, მაგრამ მათ შორის პარლამენტში შესვლაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, ფიქრობენ, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება, ვეღარ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ მათი პირადი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ეს პარლამენტი დარჩეს და გააგრძელონ კიდევ სამწელიწად-ნახევარი, რაც მე არ მჯერა, რომ ბოლომდე გავა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)