|
2021-05-15 17:07:03, 547 ნახვა
საზოგადოება
ეკოლიდერთა სკოლაში 2021 წლის სასწავლო კურსი დაიწყო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო. სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეთა შესაძლებლობაზე გაეცნონ გარემოსდაცვით სფეროში არსებულ გამოწვევებზე. „სასწავლო პროგრამის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხზე, ჩაერთოთ მსჯელობებში და მოუსმინოთ საინტერესო სტუმრების მოსაზრებებს. ეკოლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნა და აქ ჩამოყალიბებული ურთიერთობები დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთოთ არა მხოლოდ თქვენს თემში, არამედ ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გამკლავებაში და რაც მთავარია, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდეთ გარემოსდაცვითი ცოდნისა და ინფორმაციის გამავრცელებლები.”-განაცხადა თამარ ალადაშვილმა. 2021 წელს ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი უპრეცედენტოდ ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა. საერთო ჯამში, პროგრამაზე 752 მოსწავლე დარეგისტრირდა მთელი საქართველოდან. მონაწილეები შეირჩა კონკურსის საფუძველზე. სკოლაში მოსახვედრად აპლიკანტებმა 2 ეტაპი განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება გაიარეს, რომლის წარმატებით გადალახვა 50-მა აპლიკანტმა შეძლო და მოხვდა ეკოლიდერთა სკოლაში. შერჩეული კანდიდატები წარმოდგენილნი არიან საქართველოს ყველა რეგიონიდან. სალექციო კურსი ორი თვე გაგრძელდება. პროგრამის განმავლობაში განხორციელდება თეორიული სწავლება და საველე გასვლები. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც ჩაატარებენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში IX-XII კლასის მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, ნარჩენების მართვის მნიშვნელობა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების რისკის შემცირება, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანსაც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ეკოლიდერთა სკოლის პროექტი, პირველად 2016 წელს განხორციელდა დიდი გამოხმაურებისა და დაინტერესების გამო 2020 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საზოგადოებას ეკოლიდერთა სკოლის განახლებული პროგრამა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც 35 მონაწილე შეირჩა, რომლებმაც წარმატებით გაირეს დისტანციური კურსი და მიიღეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ სხვდასხვა გარემოსდაცვითი კამპანია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო თეორიულ კურსს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)