|
2021-05-15 11:29:44, 540 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესაბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ვაქცინაცია და რეგულაციები მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. სასტუმრო „ბილტმორში" ბიზნესასოციაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და EUGBG-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ესწრებოდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემცირების, საზღვრების გახსნის, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნისა თუ ვაქცინაციის მიმართულებით, არის საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა. „თქვენ იცით, რომ გასული წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია იყო პიკში, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის ძალიან აქტუალურად დგას როგორც ვაქცინაციის, ასევე რეგულაციების შემცირების თუ ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, აქედან გამომდინარე, ბიზნესთან კომუნიკაციის აქტიური რეჟიმი, რა თქმა უნდა, გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)