|
2021-05-14 11:29:51, 2321 ნახვა
სამხედრო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას იწყებს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 2021-2022 სასწავლო წლისთვის მიღებას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსსა და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე იწყებს. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიიღებიან: უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი; უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები, მიჩმანები) მყოფი საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მყოფი (რიგითები, კაპრალები, სერჟანტები) საქართველოს მოქალაქეები 30 წლის ჩათვლით; სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე პირები 35 წლის ჩათვლით.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან: 1. 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის (ელექტრონულად აპლიკანტები რეგისტრირდებიან მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge), რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს: I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები 2. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 7 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში მოიცავს:
3. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან ფსიქოლოგიურ შერჩევას, სადაც შეფასდება აბიტურიენტის მზადყოფნა და მოტივაცია შეეგუოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რეჟიმს და მისი დასრულების შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით იმსახუროს სამხედრო სამსახურში. 4. აბიტურიენტები, რომლებიც 2021 წლის 31 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. 5. აბიტურიენტები, რომლებიც წარმოადგენენ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა). II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში: საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 7 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით (საბუთების შემოტანის დროს აბიტურიენტმა უნდა იქონიოს ფიზიკური მომზადებისთვის ფორმა). მიღება განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85.
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)