|
2021-05-13 19:38:03, 679 ნახვა
რეგიონი
ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება
პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თითოეული მუნიციპალიტეტის მერმა, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პრეზენტაციის სახით, კომისიის სხდომაზე საპროექტო წინადადებები წარადგინა. დავით შერაზადიშვილმა კომისიის წევრებს ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ურბანული განვითარების გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა ბოლნისის სავიზიტო ბარათია და პროექტის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის მქონე ცენტრალური ქუჩით ისარგებლებენ, რაც ქალაქს ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)