|
2021-05-13 17:25:43, 563 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე - თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა
„საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ნატოსთან თავსებადობის ამაღლებითა და ტრანსფორმაციის პროცესით საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის, ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას“, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრმა პარლამენტარებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარუდგინა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის ძირითადი მიზნები მოიცავს შეკავებასა და თავდაცვას, რაშიც თავდაცვის ძალებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. „ეფექტური და ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე შესაძლებლობებით აღჭურვილი, მაღალი მზადყოფნის თავდაცვის ძალები ხელს უწყობს მოწინააღმდეგის შეკავებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულებისთვის თავდაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია შემდეგ ძირითად პრიორიტეტებზე: თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, ინსტიტუციური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. პრიორიტეტების განხორციელების პროცესში, თავდაცვის უწყება ეყრდნობა გრძელვადიან და სისტემურ მიდგომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია უწყების კონცეპტუალურ დოკუმენტებში. „ეს დოკუმენტები აყალიბებენ სისტემურ ხედვებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვაქვს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, სადაც საუბარია შემდეგ პრიორიტეტებზე: ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ასევე, მიმდინარე წელს ჩვენ დავამტკიცეთ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“ და ყოველწლიური „მინისტრის დირექტივები“, რომლებიც საშუალო და მოკლევადიან პერსპექტივაში განსაზღვრავენ მიზნების მიღწევის ცალკეულ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნული დოკუმენტების შექმნაში სტრატეგიული პარტნიორების როლი ხაზგასმით აღნიშნა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)